Wednesday, January 22, 2025
0.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს

ახლქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 655 000 ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 10 ქვეპროგრამით და 17 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი:

როგორც ახლქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის მქონე პირებისთვის, რომელთაც საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ახალქალაქი. აგრეთვე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილთათვის, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.

🔹️ბენეფიციართა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
🔹️ გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
🔹️ონკოლოგიური დაავადებების მქონე (ავთვისებიანი სიმსივნე) ან/და ქიმიოთერაპიის კურსზე მყოფი, მათ შორის სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
🔹️ მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
🔹️ ახალშობილთა ოჯახების დახმარება
🔹️ ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
🔹️მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი ბავშვი 18 წლამდე ოჯახში) ფინანსური დახმარება
🔹️იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების ფინანსური დახმარება
🔹️ დედით და მამით ობოლი ბავშვების ფინანსური დახმარება
🔹️შშმ სტატუსის მქონე პირების ფინანსური დახმარება
🔹️შშმ ბავშვების ფინანსური დახმარება
🔹️საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დახმარება
🔹️თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
🔹️100 და 100 წელს გადაცილებული ბენეფიციარების ერთჯერადი ფულადი დახმარება
🔹️მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფების ფინანსური დახმარება
🔹️საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი და/ან არაფულადი (მატერიალური) დახმარების პროგრამა
🔹️ფინანსური დახმარება ოჯახების საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად
🔹️ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე ხანძრით მიყენებული (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერადი სოციალური დახმარება
🔹️ ფასიანი სწავლების დაფინანსება
🔹️ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
🔹️ომში მონაწილეთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება
🔹️ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების დაფინანსება
🔹️ძალოვან სტრუქტურებში საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება
🔹️ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად
🔹️შშმ ბავშვის სტატუსის მქონე პირებისთვის მედიკამენებით დახმარება
🔹️ ავასტინის და ვიზქიუს ინექციების დაფინანსება
🔹️ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებით დახმარება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები