„ჩვენი შეცდომა იყო, რომ არ გვესმოდა – ოლიგარქის ხელში მყოფი პარტია ვერასდროს დაუახლოვდება დემოკრატიისა და მრავალფეროვნების ჩვენს ძალიან მაღალ სტანდარტს. გარკვევით მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ჩემი პარტიის ოჯახიდან მოდის, ჩვენ მათთან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ, ევროკავშირში ქართული ოცნება იყო პროგრესისტების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი
ეს დაიწყო 2012 წელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებდა ზოგიერთ პოზიტიური ნაბიჯი და გვქონდა აღქმა, რომ ამ პარტიას სურდა და მზად იყო, ქვეყანა სწორი მიმართულებით წაეყვანა. მაგრამ როცა მე აქ ვიყავი, წინა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ევროპაში სახელმწიფო მინისტრის რანგში, არასდროს დამავიწყდება, პარლამენტის აივანზე მდგარი კოლეგების ნათქვამი: „შეხედეთ ამ უზარმაზარ შუშის შენობას მთის თავზე, მას ვერასდროს შეხვდებით, მაგრამ ის ყველაზე მნიშვნელოვანი კაცია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი ან პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ივანიშვილი დომინანტი ფიგურაა და ის, ცხადია, ძალიან მდიდარია“.
„ქართულ ოცნებას“ ჩვენ შანსი მივეცით… მაგრამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მოითხოვა ისინი გაგვეყარა ჩვენი „სოციალ-დემოკრატიული“ ოჯახიდან, რადგან სხვა მრავალთან ერთად მივხვდი, რომ მათ საქმეს თქვენს ქვეყანაში არაფერი აქვს საერთო პროგრესისტულ ან სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკასთან, ან პოლიტიკასთან, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ ღირებულებებთან
ასე რომ, ალბათ, რაც ჩვენ არასათანადოდ შევაფასეთ, იყო პარტიის სტრუქტურა. არასათანადოდ შევაფასეთ ბატონი ივანიშვილის როლი. ეს არის თვითკრიტიკის ნაწილი, რა თქმა უნდა, და ჩვენ ალბათ საკმარისი არ ვიცით რუსული პოლიტიკის შესახებ… არასათანადოდ შევაფასეთ სხვა მრავალიც“, – განაცხადა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა, „ტაბულასთან“.