Wednesday, January 22, 2025
0.8 C
Tbilisi

ნიკა მელია: გუშინ, როდესაც მასშტაბური გაფიცვა იყო, დოლიძის ქუჩაზე დარბოდა და მოქალაქეებს უპირისპირდებოდა ქუჩის შპანა, მათი იდენტიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიის თანამშრომლები ყოფილან

„გუშინ, როდესაც მასშტაბური გაფიცვა იყო და ყველა ქუჩაზე იდგა გაფიცული ხალხი, დოლიძის ქუჩაზე დარბოდა და მოქალაქეებს უპირისპირდებოდა ქუჩის შპანა.

მათი იდენტიფიკაციის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიის თანამშრომლები ყოფილან.

მერიიდან კვალიფიციურ კადრებს, ვინც ხალხს ემსახურებოდა და არა კრიმინალურ-მაფიოზური მიდრეკილებების მქონე მერს, მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ათავისუფლებენ, ასეთებს კი იტოვებენ ხელის ბიჭებად და ხალხის სარბევად.

ეს ქვეყანა  ასეთი ვერ იქნება. ასეთი ეს ქალაქი ვერ და არ იქნება. თბილისი ამას არავის პატიობს“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები