Wednesday, January 15, 2025
4.8 C
Tbilisi

სებ-ი: 2024 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა

2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.

  ჩარიცხული მოცულობა (მლნ.აშშ დოლარი) წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
სულ 285.39 100.00% -8.24%
ევროკავშირის ქვეყნები 128.76 45.11% 3.95%
დანარჩენი ქვეყნები 156.64 54.89% -16.30%
   მათ შორის:      
აშშ 55.32 19.38% 18.44%
იტალია 50.91 17.84% 1.38%
რუსეთის ფედერაცია 31.25 10.95% -55.82%
საბერძნეთი 23.89 8.37% 3.93%
გერმანია 23.47 8.22% 6.74%
ისრაელი 23.27 8.15% 11.12%
თურქეთი 9.13 3.20% 11.84%
ყაზახეთი 7.37 2.58% -50.28%
ყირგიზეთი 6.80 2.38% 183.70%
ესპანეთი 6.56 2.30% 10.28%
ირლანდია 5.86 2.05% 14.36%
საფრანგეთი 5.35 1.87% 3.86%
აზერბაიჯანი 3.89 1.36% -7.80%
გაერთიანებული სამეფო 3.88 1.36% 19.33%
პოლონეთი 2.55 0.90% -12.11%
კანადა 2.55 0.89% 0.10%
არაბთა გაერთიანებული საამიროები 1.99 0.70% 8.57%
კვიპროსი 1.83 0.64% 0.90%
ნიდერლანდები 1.54 0.54% 0.52%
საუდის არაბეთი 1.49 0.52% 37.20%
იორდანია 1.48 0.52% 10.66%
ბელგია 1.33 0.47% 10.08%
სომხეთი 1.30 0.46% -16.07%
სლოვაკეთი 1.03 0.36% 26.40%

2024 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.8 მლნ აშშ დოლარი (97.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის დეკემბრის (32.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია.

https://nbg.gov.ge/statistics/interactive

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები