Wednesday, January 15, 2025
4.8 C
Tbilisi

დიდი ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადება საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით.

ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია.

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები