GUARDIANGE – სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დააკავა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელსაც ბრალად ედება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის უკანონოდ დაწესების მცდელობა.
იუნი ახლა კორუფციის საგამოძიებო ოფისში (CIO) იმყოფება. მან თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონო გამოძიებაა“, დათანხმდა დაკითხვას, რათა „თავიდან აიცილოს სისხლისღვრა“.
ანტიკორუფციული სააგენტო იუნს ამბოხების ბრალდებით დაკითხავს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა, უშიშროების თანამშრომლებმა იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებთან რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეღწევა მოახერხეს.
ისინი იქ შესასვლელად კიბეებსა და მავთულხლართებს იყენებდნენ.
პარლამენტში იუნის იმპიჩმენტის პროცესი, რომელითაც უნდა გადაწყვეტილიყო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, გუშინ დაიწყო, მაგრამ მისი არყოფნის გამო ოთხ წუთში დასრულდა.