უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
მისი შეფასებით, „ნეონაცისტური იდეოლოგიის ძალადობრივი აღსრულება და მძვინვარე რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს, დნეპროპეტროვსკს. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ წელს უკრაინამ თავისი არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“, – თქვა ნიკოლაი პატრუშევმა.
მისივე განცხადებით, კიშინეუს ანტირუსული პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ მოლდოვა სხვა ქვეყნის ნაწილი გახდება ან არსებობას შეწყვეტს.