Wednesday, January 15, 2025
7.8 C
Tbilisi

მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მან მიმართა სასამართლოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო გამოეყენებინა.

პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.

„დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაცვის უფლება შეიზღუდა, რაც ასე არ ყოფილა. 12 იანვარს, როცა იქნა დაკავებული, პოლიციის დაწესებულებაში შეყვანიდან 28 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა მასთან. შემდეგ იმყოფებოდა ორი ადვოკატი. ოქმები შემიძლია გაჩვენოთ. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, ის გამოვიდა პოლიციიდან ხელწერილით და რამდენიმე წუთში უკვე პოლიციელზე თავდასხმა მოახდინა, ამიტომ იყო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო შურისძიება სამმართველოს უფროსის მიმართ, რადგან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი საათით ადრე. მას ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა. ეს კვალიფიცირდება თავდასხმად. ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საფრთხე, რაც ჩვენ დავინახეთ და რაც სასამართლომ გაიზიარა, არის ახალი დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა პროკურორმა.

მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით 12 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები