„მას შემდეგ რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა თუ რომელია ლეგიტუმური პრეზიდენტი. არა და ორი დღის წინ ერთმნიშვნელოვნად ზურაბიშვილს სცნობდნენ პრეზიდენტად მხოლოდ. როგორც სჩანს, ზოგიერთებმა გაიხსენეს შარლ მიშელი ორი და გაუდგნენ გზასა. ისე, ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და „ლეიბორისტებს“, რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა, მინიმუმ პარლამენტის კაფეტერიაში იჯდებოდნენ“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.