ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის და სოფელ ქვედა ცაგერის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამუშაოები.
სამუშაოები შ.პ.ს „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის” დაკვეთით მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველმა მოადგილემ-ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ქალაქ ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ზაზა ყურაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 32 499 847 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ცაგერის და ქვედა ცაგერის მოსახლეობა ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი