„შეიძლება გამამტყუნოთ, მაგრამ არ იყო სტრატეგიულად სწორი, რეზიდენციის უპრობლემოდ დატოვება სალომე ზურაბიშვილის მიერ. იმედია, აქაც ისევ არ იყო ჩალიჩის ეპიზოდები, ტირან ოლიგარქთან პრეზიდენტისა და ხელისუფლებასთან შეთამაშებული ოთხი ოპო-პარტიის მიერ. ამ დასანქცირებას ხალხმა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მივაღწიეთ. იქნებ გვითხრათ, თქვენ რას მიაღწიეთ, გარდა საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილთან გარიგებისა, რაშიც გადაგაგდოთ და ამის შემდეგ ახლა უკვე პარტიული დაფინანსების აღებისა?“ – წერს „ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.