Sunday, December 29, 2024
6.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: სად დაინდეს ბიძინა ივანიშვილი და მისცეს დაფიქრების საშუალება – არ შეეხნენ მისი ოჯახის წევრებს; სანქციები არ შეეხო მასთან და მისი ოჯახის წევრებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირებს

„სანამ ივანიშვილისადმი დაწესებული სანქციების შინაარსზე და მის გავლენაზე დეტალურად  ვისაუბრებდით, უნდა გამოვყოთ რამდენიმე მომენტი, რადგან ვისმენ სხვადასხვა კომენტარს და ცოტა არ იყოს, დაბნეულობა ჩანს.

ზოგადად რომ შევაფასოთ, ივანიშვილს თუ აქამდე თითი დაუქნიეს, დღეს თავში წამოარტყეს. ამის იქითაც რომ არის სხვა სახის მოძრაობებიც, ესეც შეგვიძლია ნათლად წარმოვიდგინოთ.

ეს სანქციები არის ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ბოლომდე არ გაწირეს. შეიძლება გაცილებით მძიმეც ყოფილიყო.

სად დაინდეს  ბიძინა ივანიშვილი და მისცეს დაფიქრების საშუალება:

  1. არ შეეხნენ მისი ოჯახის წევრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციების ქვეშ არ მოექცა „ქართუბანკი“, „ქართუფონდი“ და უამრავი სხვა კომპანია, სადაც ივანიშვილი არ ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს.
  2. არ შეეხო სანქციები მასთან და მისი ოჯახის წევრებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირებს ( გარდა უშუალოდ ივანიშვილის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიებისა).

ვინაიდან ივანიშვილს აქტივების უდიდესი ნაწილი გადაფორმებული აქვს „ქართუფონდზე“, ოჯახის წევრებზე ან მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე, ჯერჯერობით ისინი სანქციებს არ ექვემდებარებიან.

  1. ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი მოკვეთილია დასავლეთის ფინანსური სისტემისგან. ჯიბეში ნორმალური ბანკის პლასტიკურო ბარათიც კი არ უდევს. „ლიბერთის“ ან „ქართუს“ სალარე ბარათის ან რომელიმე რუსული, ჩინური ან არაბული მეორეხარისხოვანი ბანკების იმედად თუ შეიძლება იყოს. როგორც ბიზნესმენი განდევნილი და ტოქსიკური გახდა პარტნიორებისათვის.

ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები