„ქართული ოცნება“ ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე, რომელიც 8 წელი ემსახურებოდა შშმ პირთა პროგრამების აღსრულებას თბილისის მერიაში და დღეს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს მას თბილისის მერი დაკავებული პოზიციიდან.
როგორც ჩანს, კახა კალაძემ მერიაში სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო და ცდილობს ასე შეაშინოს განსხვავებული აზრის მქონე, თავისუფალი ადამიანები!
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, განსაკუთრებული საჭიროებების პირთა საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი გუნდის საქმიანობაში.
სოლიდარობას ვუცხადებთ გიგა სოფრომაძეს, ვთავაზობ მას, რომ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და მუშაობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებებისთვის.
გიგა სოფრომაძე და მისი ოჯახი არ დარჩება შემოსავლის გარეშე, არც წინასაახალწლოდ და არც შემდგომში. ამას ჩვენ სპეციალური ფონდით უზრუნველვყოფთ!“ – წერს „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.