Friday, December 27, 2024
2.8 C
Tbilisi

დევიდ ვავრა: ეროვნული ბანკი მართლაც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს

„ეროვნული ბანკი მართლაც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მათ კარგად ესმით, რომ საქართველო მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, ამიტომ შესაძლოა უფრო სწრაფად აცნობიერებს სხვა ეკონომიკებთან შედარებით, რამდენად მნიშვნელოვანია, წინასწარ იყო მზად სხვადასხვა სცენარისთვის“, – ამის შესახებ სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტმა დევიდ ვავრამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის ანალიზი, რომლის წინაშეც დღეს მონეტარული პოლიტიკის გამტარებელნი დგანან.

„გლობალურად ეკონომიკური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მეტად ფრაგმენტული ხდება, შოკების რაოდენობა იმატებს და მონეტარული პოლიტიკა სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, რათა დროულად მოახდინოს შოკებზე შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა დევიდ ვავრამ.

დევიდ ვავრა თბილისში მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელიც სების ორგანიზებით გაიმართა.

ჩეხი ეკონომისტი დევიდ ვავრა სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები