Friday, December 27, 2024
2.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნას ისეთივე სამართლებრივი ძალა ექნება, როგორც მის მიერ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის დანიშვნას

ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, გამოდის, ამბობს დიდ სისულელეს, რასაც მგონი, სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, ასე რომ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი, ტყუილად დავკარგავთ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, ფაქტი მარტივია და სახეზეა, 29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია.

„29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ერთობლივად იქნას აღმოფხვრილი. ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში, ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა რაღაც, მაშინ მშვიდი ვითარება იყო, პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი. შემდეგ ვნახეთ, როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, როგორ ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე, თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. ასე რომ, ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ, რომ საქართველოში განეხორციელებინათ. ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ ამ ყველაფერში, ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ამიტომ, ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა, თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან ზუსტად ქართულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები