Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და დარწმუნებულია, რომ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვითარდება ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა.

„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველოსთან ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს.  გისურვებთ წარმატებას ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს – აღორძინებასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები