Wednesday, December 25, 2024
3.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: სააკაშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მათი სურვილი იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა

„რაც ბოლო დღეებში ხდებოდა ქვეყანაში, წინასწარ დაწერილი სცენარია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება სახელმწიფო შენობების პიკეტირების შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი.

„რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, არის იმ დაწერილი სცენარის ნაწილი, რისი განხორციელებაც უნდოდათ. მათი სურვილი იყო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება მოაწყოს. საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის ხელშეწყობას ვერავინ შეძლებს.

სააკაშვილის გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, რა იყო ძირითადი მიზანი ამ გამოსვლებისა და აქციების. თავიდან ისე შეფუთეს, თითქოს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობამ უარი თქვა და დაიწყეს გამოსვლები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიგეს, შეიძლება ჩვენ ვერ გადმოვეცით, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი მესიჯი გაჟღერდა ჩვენი მხრიდან, აიხსნა აღნიშნული თემა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს ვაკეთებთ. ეს იყო უბრალოდ შეფუთული. რეალურად არჩევნები წააგეს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ომს, ბოროტებას და ამაზე გაღიზიანებულებს – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სურვილი ჰქონდათ რევოლუციური გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა, უფრო მეტი შეტევა, გაფიცვა, იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობები მოიწონა, მაგრამ ამავე დროს კრიტიკული მინიშნება გააკეთა პრეზიდენტის ვიდეომიმართვის იმ ნაწილზე, სადაც ზურაბიშვილი ივანიშვილს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. „ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, მოდით, დაგველაპარაკეთ, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი“, – თქვა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ „ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები