Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi

2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი წილი 52.7% თბილისზე მოდის, მეორე ადგილს იკავებს აჭარის ა.რ. მესამე ადგილზეა იმერეთი, მეოთხეზე ქვემო ქართლი და მეხუთეზე სამეგრელო-ზემო სვანეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 80 882.8 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით თბილისი გამოირჩევა – 52.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. – 9.5 პროცენტიანი წილით. მესამე ადგილზეა იმერეთი – 7.8 პროცენტიანი წილით, მეოთხეზე ქვემო ქართლი 7.5 პროცენტიანი წილით და მეხუთეზე სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.4 პროცენტიანი წილით.

საქსტატის ცნობით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.6 პროცენტი), მშენებლობა (9.1 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.0 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა;

ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11.2 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (10.8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (18.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (15.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (8.9 პროცენტი).

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები