Tuesday, April 1, 2025
10.8 C
Tbilisi

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს

რესპუბლიკელი სენატორი, შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი როჯერ უიკერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დააწესოს სანქციები „ქართულის ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.

„მე ვიტყოდი, რომ ახლა დროა, აშშ-მა უფრო გადამწყვეტი და დროული გადაწყვეტილება მიიღოს. სანახევრო ზომები არასწორი გზავნილი გახლავთ ამ ეტაპზე. მე მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს რესპუბლიკა არის თავისუფლების მოყვარე ხალხის სახლი. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ მოსკოვის ფეხქვეშ და უკან დაბრუნება არ სურთ“, – აცხადებს უიკერი ვიდეომიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელ X-ზე ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები