Thursday, February 27, 2025
-2.2 C
Tbilisi

გიორგი გახარია: საეჭვო კაცი ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას

საეჭვო კაცი ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში აღნიშნა, რომლითაც ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს.

„ბიძინა ივანიშვილი თუ ფიქრობს და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მსგავსი პოლიტიკური თაღლითობით შეძლებს რაღაც დოზით მაინც შესძინოს ლეგიტიმაცია უკანონო რეჟიმს, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა. ეს უბრალოდ ფუჭი მცდელობაა. სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, მათ შემიძლია, ერთადერთი რამ ვურჩიო. უპირობოდ, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ აქციების შემდეგ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დაელაპარაკეთ ქართველ ხალხს და სასწრაფოდ დანიშნეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები