Thursday, February 27, 2025
-3.4 C
Tbilisi

შალვა ნათელაშვილი ევროსაბჭოს მიმართავს: გადააყენეთ გენერალური მდივნის თანამდებობიდან ბატონი ალენ ბერსე და გადაამოწმეთ მისი რეალური ქონებრივი მდგომარეობა, აგრეთვე მისი კავშირები რუს ოლიგარქებთან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და სტრუქტურას                              

ქართველი ხალხი, რომელიც ახლა დგას ბარიკადებზე, მმართველი რუსული ტირანული ოლიგარქიის წინააღმდეგ, რათა მოიპოვიოს თავისუფლება და დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, განცვიფრებული და აღშფოთებულია, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ  ბერსეს ვიზიტით თბილისში, რომელიც შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის რუს მმართველ ოლიგარქს, ივანიშვილს და ნაცვლად იმისა მოეთხოვა, ახალი არჩევნების ჩატარება, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო, მოგვევლინა შუამავლად ტირანული რეჟიმის გადარჩენაში და რაღაც კონკრეტული კანონების ცვლილებათა სანაცვლოდ, მოგვიწოდა ვიცხოვროთ პუტინის მოდერნიზებულ იმპერიაში. აშკარად ჩანს ლობიზმისა და კორუფციის ლანდი.

გენერალური მდივანი არ შეხვედრია თბილისში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, არ მოუნახულებია ნაწამები ახალგაზრდები სავადმყოფოებში და პოლიტპატიმრებით გადავსებული ციხეებიც. ვწუხვართ, რომ ევროსაბჭოს წარმოადგენენ ასეთი პერსონები და სწორედ ასეთების დამსახურებაა ევროკრიზისი, პუტინის აგრესიული მადა და ყველა ის პოლიტიკური პრობლემა, რაც კონტინენტზე ტრიალებს.

გთხოვთ, ნუ შეხედავთ ამ წერილს როგორც ემოციების ფონზე შედგენილს, გადააყენეთ გენერალური მდივნის თანამდებობიდან ბატონი ალენ ბერსე და გადაამოწმეთ მისი რეალური ქონებრივი მდგომარეობა, აგრეთვე მისი კავშირები რუს ოლიგარქებთან, ლობისტურ ჯგუფებთან და სხვა პრო-რუსულ სტრუქტურებთან.

მინდა გისურვოთ წარმატება ევროპულ ღირებულებათა წინსვლის მიმართებით.

პატივისცემით,  საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები