Saturday, December 28, 2024
1.8 C
Tbilisi

ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დიპლომატი უკრაინაში კურტ ვოლკერი: „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება

„ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.

„გავიხსენოთ ანაკლიის პორტი. ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ, იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება“, –  განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები