Sunday, December 29, 2024
5.8 C
Tbilisi

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს მიმართავს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს მიმართავს და მოუწოდებს, რომ „ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით“.

„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებით, მათ წინააღმდეგ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობით, პოლიტიკური ტყვეების აყვანით, მთელი რიგი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანა. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად არ ცნობს ქართველი ხალხი, მთელი დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი. შექმნილი კრიზისის დასაძლევად არსებობს ერთადერთი გზა – საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩატარებული ახალი არჩევნები.

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა.

სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს „ქართული ოცნება“ თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალენ ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.

მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს: ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით“, – ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები