ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში ადასტურებენ.
მანამდე, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – დაწერა ალენ ბერსემ.