Wednesday, December 18, 2024
7.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისაგან წმენდისა და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე, ტექნიკა მუშაობს ზუბის, ისუნდერის, ლასურიაშის, დეხვირის, მახაშის, ჩხუტელის, ლასხანის, ლაილაშის, თაბორის, ღუს მიმართულებით.

თოვლისგან ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ორბელის უღელტეხილი.

ადგილზე იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

დღის  მანძილზე  აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის  სამუშაოები  და ეტაპობრივად, ქალაქის  ყველა პრობლემურ  მონაკვეთს  და სოფელს მოიცავს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები