Wednesday, December 18, 2024
4.8 C
Tbilisi

ესპანეთის და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს შესახებ განცხადებას ცალ-ცალკე ავრცელებენ

ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესპანეთმა მკაფიოდ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ.

„ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიებს, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს იტალიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას. ჩვენმა ქვეყანამ ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას, რომელიც დამტკიცდა,– ამის შესახებ კი, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს საქართველოს მდგომარეობის შესახებ, იტალიამ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო ძალადობის ყველა შემთხვევა, რაც ქვეყანაში ბოლო კვირებში მოხდა, მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას (რომელიც სხვა წევრი სახელმწიფოების კონსენსუსის არარსებობის გამო დაბლოკილი იყო). ჩვენმა ქვეყანამ ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას, რომელიც დამტკიცდა.

იტალიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ გადაიხედება თბილისის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა“, – აღნიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები