ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დებატები საქართველოზე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
იოზვიაკის თქმით, ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დებატები საქართველოზე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, შესაძლოა, ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს“, – წერს იოზვიაკი.