Wednesday, December 18, 2024
6.8 C
Tbilisi

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომის სულისკვეთების შეკავება არ ხდება შობის წინაც და ევროკავშირში სურთ, შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასანქციო სიაში იმისთვის, რომ ხალხმა ხმა მისცა სუვერენულ მთავრობას

ომის სულისკვეთების შეკავება არ ხდება შობის წინაც, დღეს სურთ, ისევ გამოყონ 6 მილიარდი ევრო უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დასაფინანსებლად, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

პიტერ სიიარტო ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება არა ახალი იარაღი, არამედ – ზავი.

ამავდროულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში სურთ, შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასანქციო სიაში იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა სუვერენულ მთავრობას.

„ომის სულისკვეთების შეკავება არ ხდება შობის წინაც. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში დგას უკრაინაში საშობაო ზავის შესაძლებლობა და ტყვეების მასობრივი გაცვლის საკითხი, დღეს მათ სურთ, ისევ გამოყონ 6 მილიარდი ევრო უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დასაფინანსებლად, ისინი უბიძგებენ უკრაინელებს, ფრონტზე გააგზავნონ 18 წლის ახალგაზრდები. ამასთან ერთად, სურთ, შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასანქციო სიაში იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა სუვერენულ მთავრობას. დღეს იქნება დიდი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო პოზიციებს არ დავთმობთ, უკრაინას სჭირდება არა ახალი იარაღი, არამედ – ზავი“, – წერს პიტერ სიიარტო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები