„თავისი ბიზნესების წინ გამოსული თანამშრომლები ძალიან ამაღელვებელი სანახავია – ავეჯის მაღაზია “ლაბორატორია ჩემი სახლის”, “თეგეტა მოტორსის” და ათეულობით სხვა დაწესებულების წინ, თუნდაც 1 საათით გამოსული ამაყი მოქალაქეები.
უამრავი ახალი სპიკერის გამოჩენა სხვადასხვა ეთერებში ნიშნავს სრულიად ახალი რეალობის დადგომას. ამავე დროს ახლა ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელორუსის პროტესტებს. ამიტომ საჭიროა შემდგომშიც მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.