Thursday, December 12, 2024
8.8 C
Tbilisi

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, ტრამპის და მაკრონის შეხვედრის ფონზე ასეთ ზარს არ ელოდნენ

სულ მცირე სამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება აშშ-ის დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, ჩვენ გაგვიიოლებს პოლიტიკურ ბრძოლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ერთი საკითხი ეხება უკრაინაში ომის დასრულებას, კიდევ ორი პრინციპული საკითხია „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის პოზიციები „ქართული ოცნების“ პოზიციებს ემთხვევა.

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს, მდინარაძე ამბობს, რომ ამან მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, რადგან ტრამპისა და მაკრონის შეხვედრის ფონზე, ასეთ ზარს არ ელოდნენ.

„გუშინდელმა საუბარმა არათუ მათი ნაძალადევი სიხარული გამოიწვია, არამედ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია. ისინი არ ელოდნენ ასეთ კომუნიკაციას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ტრამპის და მაკრონის შეხვედრა შედგა. ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ და რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენები კი არ გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ინაუგურაციის თარიღს ისინი უფრო ამთხვევდნენ, წამოსცდა და ამასობაში უკან ვეღარ დაიხია გახარიამ, მთავარმა „ნაცმა“ ამ შემთხვევაში. ჩვენ ასეთი გადაზედმეტებული მოლოდინები არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ვამბობთ, რომ, სულ მცირე, სამ საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს. ერთი – ტრამპიც ამბობს, რომ უნდა დამთავრდეს ომი უკრაინაში და ეს სუბიექტურად საქართველოს აწყობს, რადგან მის მიმართ წნეხი და მეორე ფრონტში ჩართვის ინტერესი ქრება. ორი მთავარი საკითხი, რაც პრინციპულ საკითხებად ავიღეთ, არის „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი და პროპაგანდის აკრძალვა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის და მისი ახალი ადმინისტრაციის, მისი გარემოცვის პოზიციები აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენსას. ანუ, საერთოდ რომ სხვა არაფერი შეიცვალოს, როგორც მინიმუმ, სამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება აშშ-ის დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, ჩვენ გაგვიიოლებს ამ პოლიტიკურ ბრძოლებს, თორემ ჩარჩენილმა ბიუროკრატიამ შეიძლება თავისი ქნას, რაღაც გაგრძელდეს, ან არ გაგრძელდეს, ეს მეორე საკითხია. შევხედავთ ინაუგურაციის შემდეგ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ, სულ მცირე, სამ მთავარ საკითხში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ, გუშინდელმა ზარმა ოპოზიცია რეალურად ჩამოშალა. თუ გნებავთ, შეიხედეთ სოციალურ ქსელებში, თავის მართლების პოზიციიდან გამოდიან, დატუქსა და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ჩვენ, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარესაც, ბატონ ბიძინას მოუწია დეტალებზე საუბარი და ჩვენგან გაკეთდა შესაბამისი განცხადებებიც, რას შეეხებოდა. მათ შორის, დიახ, შეეხებოდა პატიმრების გათავისუფლებას, ამას თავისი საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები, თავისი წესით აგებენ პასუხს, ისინი უფრო მალე გათავისუფლდებიან. ვინც მიცემულია პასუხისგებაში, მათი პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად. ჩვეულებრივი პროცესია, ამას დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ნუ შეხვდებიან და სინამდვილეში, არც ხვდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები