„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
„პოზიცია არის ცალსახა – არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.