Thursday, December 12, 2024
4.8 C
Tbilisi

ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ცნობით, მაკრონმა საქართველოში შექმნილი ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.

საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები