პარლამენტმა რვა დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა: ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილს – საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილს – იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.
ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.