საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „სიღრმისეული განხილვა“ ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან და ამხილა „მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.
„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ტრამპთან შეხვედრის უხმო 24-წამიან ვიდეოს აქვეყნებს.