“შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან ჩვენი ევროპული გზისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში.
მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვისა და მხარდაჭერისათვის.
თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.