Monday, March 31, 2025
14.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ 2022-2023 სასწავლო წლის ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერები გადასცეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა კოპალიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა, ირაკლი სილაგაძემ.

კომპიუტერები გადაეცა თორმეტ წარჩინებულ მოსწავლეს (ცაგერის, მახაშის, ქვედა ცაგერის, ლაცორიის, ორბელის, ზუბის საჯარო სკოლები).

ოქროს მედალი გადაეცა 7 კურსდამთავრებულს, ხოლო ვერცხლის-2 კურსდამთავრებულს.(ცაგერის, ლაილაშის,ორბელის საჯარო სკოლები).

მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წარმატებები უსურვეს ლეჩხუმელ ახალგაზრდებს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები