„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი“, – ნათქვამია რუსთაველის ეროვნული თეატრის განცხადებაში, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ რობერტ სტურუას სახელით ვრცელდება.