გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიციელი გმირია! ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს 2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით ლაჩრებო?! გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა“, – წერს ნინო წილოსანი.