„საინტერესო მოვლენები განვითარდა სამხრეთ კორეაში.
ქვეყნის ლიბერალმა პრეზიდენტმა იუნ სოკ იელმა სამხედრო მდგომარეობა შემოიღო, პარლამენტმა ის გააუქმა. შემდეგ პრეზიდენტმა დაპატიმრების ორდერები გასცა პარლამენტის თავმჯდომარეზე და ორი უმსხვილესი პარტიის ლიდერზე. პოლიციამ ბრძანება არ შეასრულა. სამხედრო მდგომარეობა გაუქმდა. დედაქალაქის მერი პარლამენტის და ხალხის მხარეს დადგა.
პრეზიდენტი, დასავლეთის მოთხოვნით, ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო ესკალაციას აპირებდა, რაც ქვეყნის მოაზროვნე ნაწილმა არ დაუშვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიხვდა, რომ წაგებულია და გადადგა. ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იხილება და შესაძლოა ის დააპატიმრონ. თუ არ დააპატიმრეს, გამოდის, რომ დასავლეთს სპექტაკლი გაუთამაშეს და ომის გაჩაღებაზე უარი ამ ფორმით უთხრეს. სამხრეთ კორეას შეზღუდული სუვერენიტეტი აქვს და მისი ნებისმიერი მმართველი დასავლეთის სრულ მორჩილებაშია.
საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აწვდის იარაღს და იქ ჯარისკაცებს აგზავნის, რადგან ამ ორ ქვეყანას სამხედრო ალიანსი აქვს. ომის პარტიის მიზანი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომის გაჩაღება, რაც რუსეთისთვის მესამე ფრონტის გახსნას ნიშნავს. ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი ხელშეკრულებით ვალდებულია მას დაეხმაროს. სამხრეთ კორეა მესამე ფრონტის გახსნას გადაურჩა.
მეორე ფრონტის გახსნა კი საქართველოში იგეგმება, ამიტომაც ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალებას“, – წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.