საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერ.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე მე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობართან და პარტნიორთან. ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – წერს ზურაბიშვილი.