საჭიროების შემთხვევაში ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას უფროსმა მრჩეველმა, აასტა სკაიუსგირიტემ გააკეთა.
„ბუნებრივია, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემდა, თუ ასეთი საჭიროება იარსებებდა, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ იგი იქნება თბილისში თავის ხალხთან ერთად“, – განაცხადა სკაიუსგირიტემ.