ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები, არსებული გამოწვევები.
განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სპორტული პროექტები, იმსჯელეს მიმდინარე პროექტების განხორციელების ხარისხზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.