Saturday, November 30, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ყველაზე მძიმე ინციდენტი იყო, როცა წაქცეულ ადამიანს ურტყამდა სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს

არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ ხედავთ, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას, შეეძლოთ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი, ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადაჭარბებას პოლიციელების მხრიდან სისტემური სახე არ ჰქონია.

„იყო მაგალითად შემთხვევა, ყველაზე მძიმე ინციდენტი რაც იყო, რომ წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, მან უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, შსს-ს წარმომადგენლის ვალდებულება, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას. მთავარია, რომ სისტემური სახე ამას არ აქვს. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ მინდა, მოგიწოდოთ ერთი რამისკენ, ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, ეს არის დაახლოებით 500 კაციანი დაჯგუფება, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ამას ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა. იყო ქვების, მძიმე ნივთების სროლა, იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, შენობაში შეჭრის მცდელობა, უტევდნენ პირდაპირ პარლამენტის ჭიშკარს. ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელიც დაიწყო ძალადობრივმა დაჯგუფებამ. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა არ იქნებოდა არაფერი, ხომ დამეთანხმებით ამაში. ჩვეულებრივად შეეძლოთ მათ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი. ამ შემთხვევაში ხომ იცით, რომ არაფერი მოხდებოდა, ეს ხომ ზუსტად იცით, მაგრამ იყო სისტემური ძალადობა, რომელსაც არავინ გმობს, მათ შორის, უცხოელები არ გმობენ. აქედან ხომ იკითხება, რეალურად, ვის რა განზრახვა აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე, თუმცა არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ, ისინი სახელმწიფოს ძლიერებას ვერ შეარყევენ,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები