ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ) შეხვდა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს სფეროებში არსებული გამოწვევები და პრობლემები.იმსჯელეს საჭიროებებზე, რომელიც სამსახურების ფუნქციონირებისას გამოიკვეთა.
სამსახურების უფროსებმა ხელმძღვანელებისგან დავალებები მიიღეს და უახლოესი კვირების სამუშაო გეგმა დასახეს.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.