საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომამ დღეს მუშაობა დაასრულა. სხდომის ბოლოს კომიტეტების თავმჯდომარეები ერთხმად აირჩიეს.
დეპუტატებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაულს დაუჭირეს მხარი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძე აირჩიეს;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაია ბითაძეს დაუჭირეს მხარი;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ირაკლი ზარქუა გაუძრვება;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ლევან მახაშვილი;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ალექსანდრე ტაბატაძეს დაუჭირეს მხარი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი;
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა გიორგი გაბუნია;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ირაკლი ქადაგიშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ნიკოლოზ სამხარაძე უხელმძღვანელებს;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილი აირჩიეს;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძეს დაუჭირეს მხარი;
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ზაზა ლომინაძემ დაიკავა.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი.
ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს.
დაბლა იხილეთ ვიდეო.
მანამდე, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს.
დაბლა ვიდეოში პარლამენტის სხდომის გახსნა.