ახალი პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარლამენტი უკვე ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ ხუთ წლით იყოს არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.