ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სხდომაზე დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიკროფონი გაუთიშა, რასაც კამათი მოჰყვა.
ამის შემდეგ კირთაძემ კალანდარიშვილს ჭიქით დაუდგენელი ნივთიერება, სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.