Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიზანი იყო, საქართველოსგან შეექმნათ ვასალური სახელმწიფო, რომელიც იმართება გარედან

ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიზანი იყო, საქართველოსგან შეექმნათ ვასალური სახელმწიფო, რომელიც იმართება გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ახლა თავადაც ამბობენ, რომ საქართველოში გარედან ვიღაცები უნდა ჩამოვიდნენ, რევიზორები“.

„საბჭოთა კავშირში რომ იყო, მოსკოვიდან რომ ჩამოდიოდნენ, ახლა ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდნენ რევიზორები და ჩაგვიტარონ გამოძიებები, კონტროლი უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს. საბოლოო ჯამში, ჩანს, რა არის მათი პოლიტიკური პლატფორმა – არის არა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, არამედ სახელმწიფო, რომელიც აყოლილია სხვებს და მოქმედებს სხვების კარნახით. ხომ ვნახეთ, როგორც იყვნენ მილეული და ჩამოვიდა, აქციაზე დაუდგა ოპოზიციას უცხოური შვიდეული, პირდაპირ მოუწოდეს მაიდანიო და მეორე დღეს, დაიწყეს კიდევ, ხელახლა შემოატრიალეს სიების ჩახსნის საკითხი და ასე შემდეგ. ვხედავთ, როგორ იმართება ეს ხალხი გარედან. ამ ხალხს საერთოდ როგორ შეიძლება, ხმა მისცე დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქემ, როდესაც ადამიანი თავისი საქმითაც და სიტყვითაც ერთ რამეს გაჩვენებს, რომ მას ხელისუფლება უნდა იმისთვის, რომ სხვას გადასცეს გარეთ და გარედან იმართოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ამის გამო ნამდვილად არ გვიბრძოლია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები