Tuesday, December 3, 2024
4.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: ევროპარლამენტში საუბარი იყო, რომ იმ გუნდმა თუ ვერ გაიმარჯვა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე, იყო განცხადებები, რომლებიც შეეფერებოდა რეალობას, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გუშინ გამართულ დებატებს.

კალაძის თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხზე სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ისმენს.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე, იყო განცხადებები, რომლებიც შეეფერებოდა რეალობას. საუბარი იყო იმაზე, რომ იმ გუნდმა თუ ვერ გაიმარჯვა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ, ესე იგი არჩევნები არასწორად, ცუდად იყო ჩატარებული. პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიდის, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება არჩევნების გამოძიების მოთხოვნას, კალაძის თქმით, პროკურატურამ დაიბარა ყველა ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ გაყალბების მტკიცებულებებს ფლობდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

„არ აქვთ არანაირი არგუმენტი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. ამდენი ხანია, ვისმენთ განცხადებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან. იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს მტკიცებულება, რაიმე ფაქტი თუ აქვს, ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან. ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ მიმართა პროკურატურას, დაწყებულია გამოძიება, დაბარებული იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ გაყალბებასთან დაკავშირებით, თითქოს უამრავი ფაქტი ჰქონდათ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ არაფერი აქვთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, ამ სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებული განცხადებები, რასაც ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები