საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისძვრა თბილისის დროით, 08:00 საათზე მოხდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები